საზოგადოება
ბორჯომში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.
ბორჯომი ტურისტებისთვის საყვარელი საზაფხულო კურორტია. მიუხედავად იმსა, რომ მსოფლიოში პანდემიაა და ქვეყნები ვირუსს ებრძვიან, შემსუბუქებული რეგულაციებით და ვაქცინაციით ქყვეყანა მაინც ახერხებს ტურისტების მიღებას. ბოჯომში ტურისტების უმრავლესობას ბუნება და სუფთა ჰაერი ხიბლავს. კურორტს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ.

ბორჯომს ძირითადად ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან , ევროპიდან და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ევროპელი ტურისტების უმრავლესობა დაინტერესებილია ბორჯომის ცენტალური- ისტორიული პარკითა და ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნილი პარკით. ტურისტების ნაწილს კი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები იზიდავს. ათვალიერებენ ასევე ღისშესანიშნავ ადგილებს ბორჯომსა და ბაკურიანში.

ბორჯომში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სეზონი ივნისში დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.


Print