საზოგადოება
(R) ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა მარტიროსიანს საჩუქრად კომპიუტერი გადასცა
14 წლის ირინა მარტიროსიანი სოფელ ტაბაწყურში ცხოვრობს. ის აქ ჩამოსულ სტუმრებს გიდობას უწევს და ტაბაწყურიის ღირსშესანიშნავ ადგილებს აცნობს. ირინა ხუთ ენაზე საუბრობს. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირინა მარტიროსიანს სახლში ესტუმრა და კომპიუტერი გადასცა.
როგორც ირინა ამბობს კომპიუტერი თავის საქმიანობაში და სწავლაში დაეხმარება.
ირინას დედას ჯამრთელობის პრობლემები აქვს. ყველაზე მეტად პატარა გიდი ამას განიცდის. ირინას მთავარი ნატვრაა, დედა ჯანმრთელად იყოს.
მერის მოვალეობის შემსრულებელი ირინასა და მისი ოჯახის პრობლემებს გაეცნო. დავით ზაალიშვილი დახმარებას დაჰპირდა.
მარტიროსიანების ოჯახი ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ახლა ირინას ერთი მთავარი სურვილი აქვს, რომ საკუთარი სახლი ქონდეს. ამბობს რომ თავდაუზოგავად იმუშავებს, ისწავლის და მიზანს მიაღწევს.


Print