საზოგადოება
ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოებში 38 ვერტმფრენი, 600-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 4 ათასი მაშველი მონაწილეობს
სამხრეთ თურქეთში ტყის მასიური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, - მედიის ინფორაციით, ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი - მარმარისში დაიღუპა.
ოთხშაბათიდან დღემდე, თურქეთის 32 ქალაქში გაჩენილი 126 ხანძრიდან 119-ის ლოკალიზება მოხერხდა.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი სახანძრო მანქანაა ჩართული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის გემებმა ქალაქ ბოდრუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მყოფი დამსვენებლები უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოებში 38 ვერტმფრენი, 600-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 4 ათასი მაშველი მონაწილეობს.ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში თურქეთს დახმარება აზერბაიჯანმა, უკრაინამ და საბერძნეთმა შესთავაზა.


Print