საზოგადოება
მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილება იგეგმება
ბორჯომში მოქმედი ავტოსკოლა "ლუკა" მოსწავლეებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას აძლევს. მომავალი წლიდან კი როგორც პედაგოგებს, ასევე მათ მოსწავლეებს შესაძლოა უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდეთ პრაქტიკული უნარების შესასწავლად, რადგან მართვის მოწმობის ჩაბარების წესი სავარაუდოდ იცვლება. მსურველებს, მართვის მოწმობის ასაღებად 2-ის ნაცვლად 3 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. არსებულ საგამოცდო სისტემას, შესაძლოა დაემატოს რეალურ სივრცეში ჩაბარების წესი.

ხატია გოგოლაძეს სიახლე სავარაუდოდ არ შეეხება. მართვის მოწმობის ჩასაბარებლად გამოცდაზე გასვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს. თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს ავტოსკოლაში ითვისებს. მიუხედავად იმისა, რომ ხარტიას ახალი საგამოცდო სისტემით არ მოუწევს მძღოლის უნარების დამტკიცება, ამბობს რომ სიახლე დადებით ეფექტს იქონიებს

"საგზაო მოძრაობის" კანონში ცვლილებების შესახებ , დეპუტატებმა , 26 ივლისს , პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტი 2 ძირითად მიმართულებას შეეხო: მოპედების რეგისტრაციას და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის. ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, მოქალაქეებს მომავალი წლიდან მოუწევთ თუ არა 2-ის ნაცვლად 3 გამოცდის ჩაბარება. იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდა, სიახლე სავარაუდოდ, 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება.



Print