,,ვერ წარმოვივიდგენ, რომ კონკურეცია გაგვიწიოს რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ან დამოუკიდებელმა კანდიდატმა," განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა
16:26 / 29.07.2021
ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებამდე თითქმის 2 თვეა დარჩენილი. ამ დროისთვის, ბორჯომში
ოფიციალურად მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული. მმართველი
პარტიიდან ბორჯომის მერობისთვის ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს, რომელიც
2018 წლიდან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია წაღვერის თემში.2020 წლიდან დღემდე კი საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ 15
აგვისტომდე წარადგენენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას
ბორჯომში.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ჯერ-ჯერობით არცერთ ოპოზიციურ
პარტიას ბორჯომში მერობის კანდიდატი არ ჰყავს წარდგენილი. ამჟამინდელი
ინფორმაციით, ვალერი გრიგალაშვილმა დაგვიდასტურა, რომ იქნება
დამოუკიდებელი კანდიდატი. ის აქამდე პარტიას „ლელო საქართვლოსთვის“
წარმოადგენდა. შეგახსენებთ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. იქამდე გახდება ცნობილი იმ
კანდიდატების ვინაობა, რომლებიც წინასაარჩევნო მარათონში
ჩაერთვებიან.