საზოგადოება
შემსუბუქებული რეგულაციები და გაუარესებული ეპიდ ვითარება
ქვეყანაში კოვიდ რეგულაციები შემსუბუქებული, ეპიდ ვითარება კი გართულებულია.


საკუროტო ზონებში ამჟამად ასეთი ვითარებაა - ბორჯომის ტურისტულ ადგილებში დამსვენებლები ძირითადად პირბადის გარეშე გადაადგილდებიან ერთმანეთისგან დისტაციას არ იცავენ, თავისუფლად შეუძლიათ მოძრობა  დღე-ღამის საათებში.  ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

დამსვენებლების ნაწილი ვირუსის გავრცელების რისკს ვერ ხედავს, ზოგი კი ფიქრობს , რომ ხალხმრავალ ადგილებში ინფექციის გავრცელების ალბათობა მაღალია.

ადგილობრივ დამსვენებლებთან ერთად , უცხოელი ტურისტებიც ამბობენ, რომ პირბადის მოხმარება და ერთმანეთისგან დისტანცირება ძირითადად  დახურულ სივრცეში ხდება.   სასტუმროებსა და რესტორნებში , სადაც ისინი სტუმრობენ,  უსაფრთხოების ზომები დაცულია.  იგივეს ვერ ამბობენ ღია სივრცის შემთხვევაში.

ქვეყნის მასშტაბით პირბადის მოხმარება ღია სივრცეში 22 ივნისს გაუქმდა, ხოლო კომენდანტის საათი 1 ივლისს. 

ეპიდ ვითარება კი დღევანდელი მონაცემებით ასეთია,
3 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 20 გარდაცვლილი და ვირუსისგან გამოჯანმრთელებული 1 509 პირი.


Print