საზოგადოება
ბორჯომში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა
დღეს ბორჯომში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, დეპუტატებს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგარიში წარუდგინა და ისაუბრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ერთ-ერთი მთავარი პროექტი, მერაბ კოსტავას ბაღის რეაბილიტაციაა.
დავით ზაალიშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზეც ისაუბრა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ 436 ათასი ლარის ცენტრალური ბიუჯეტიდან იმავე ოდენობის თანხა დაემატა და საერთო ფინანსებით იგეგმება სოფლებში პრიორიტეტული პრობლემების მოგვარება.

ქვეყანაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ახლოვდება, საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა ის ადგილები, სადაც არ შეიძლება საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება.
საკრებულოს სხდომას 21 წევრი ესწრებოდა. დეპუტატებმა 6 საკითხი განიხილეს.


Print