საზოგადოება
ბორჯომში ვეტერანთა საახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ვეტერანებს შეხვდნენ
ბორჯომის სამუსიკო სკოლის დარბაზში, ვეტერანთა საახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ და განიხილეს მათი პრობლემები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც.
შეხვედრის ბოლოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოინიშნეს ვეტერანების პრობლემები და საკითხით დაინტერესებას დაჰპირდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ვეტერანებთან, საქართველოს მასშტაბით იმართება.


Print