საზოგადოება
ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები და ბლოგერები ბორჯომში ისტორიულ პარკს ესტუმრნენ
ბორჯომში დღეს ქართველი ფოტოგრაფების და ბლოგერების 5 დღიანი ტური დასრულდა. სამცხე-ჯავახეთში მათ ტურისტული ადგილები მოინახულეს. მოგზაურობა ნინოწმინდის ტბებით დაიწყო, შემდეგ ასპინძას ესტუმრნენ. ტური ახალციხესა და ადიგენში გაგრძელდა, ესტუმრნენ ციხეებს, დააგემოვნეს მესხური კერძები და გაეცნენ იქაურ ტრადიციებს. საინფორმაციო ტური ბორჯომში დაასრულეს.
ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები და ბლოგერები ბორჯომში თავდაპირველად ცენტრალურ ისტორიულ პარკს ესტუმრნენ. ასევე, ფოტოები გადაიღეს პლატოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი იჯომარდეს.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია სამომავლოდ სამთო ტურების ორგანიზებასაც გეგმავს რეგიონში. მათი მიზანია, მთის კურორტების პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.



Print