საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
პეტრე-პავლობა ყოველთვის 12 ივლისს აღინიშნება და ეს სახელი დღესასწაულს ხალხურად აქვს შერქმეული. ეკლესიურად კი ამ დღეს ასე ქვია: ხსენების დღე დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომ მათი ხსენება დააწესა და მარხვა დაადგინა. ეს მოხდა ესპანეთის 517 წლისა და ტრულის (სვეტს ნიშნავს) 582 წლის საეკლესიო კრებაზე.

პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. ჩვენთან, საქართველოში, მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ მისი ლოცვა-კურთხევით პეტრე-პავლობის წმ. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.
ორივე მოციქული რწმენისთვის ერთ დღეს აწამეს. პეტრე ჯვარზე თავით ქვევით დაკიდეს, პავლეს კი თავი მოკვეთეს.


Print