საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება.

შესარჩევი კომისიის წევრმა, საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაუბრების პროცესი ხვალ უნდა დასრულდეს და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინოს.

"წარმოდგენილი იყო 11 განაცხადი ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველების, აქედან 8 გადავიდა გასაუბრებაზე, სამს უარი ეთქვა იმის გამო, რომ გაურკვეველი საბუთები ჰქონდათ შემოტანილი, ძირითადად, არაქართულ ენაზე შედგენილი. ამ 8 კანდიდატიდან 2-ის დოკუმენტაცია ხარვეზიანია და მათ გამოსასწორებლად ვადა 12:00 საათამდე აქვთ მოცემული.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება 1-ელ ივლისს გამოსცა. 1-ელი ივლისიდან თანამდებობა დატოვა ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

Print