საზოგადოება
პროექტ ,,New - მედია კლუბი მოზარდებისათვის“, გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს
30 ივნისს ნიუ მედია კლუბის წევრები, მათი მშობლები და მასწავლებლები ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ინფორმაციებს იმ აქტივობების შესახებ ისმენდნენ, რაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა პროექტის ფარგლებში განახორციელა.
პროექტი სახელწოდებით „new მედია კლუბი მოზარდებისთვის” 7 თვის თვის მანძილზე გრძელდებოდა. მოზარდებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.

წარმატებები და გამოწვევები საკმაოდ იყო, 7 თვის წინ ბორჯომელი, ნინოწმინდელი და ახალციხელი მოზარდები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ, ჩამოაყალიბეს ნიუ მედია კლუბი, შექმნეს მოზარდის ბლოგი ,,ჩვენზე და თქვენზე“ , სადაც ყველა ის მულტიმედიამასალა ქვეყნდებოდა, რასაც მოზარდი ბლოგერები თვითონ ამზადებდნენ. პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო მასალების გამოსავლენად.

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება გუშინ გაიმართა.
პროექტს ,, New - მედია კლუბი მოზარდებისათვის“, ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ PH international – „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს.


Print