საზოგადოება
ბორჯომში ვაქცინაცია გრძელდება
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სინოვაკის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა, თუმცა ამ დროისათვის ყველა ადგილი დაჯავშნულია, სინოფარმის მსგავსად სინოვაკიც ტრადიციული ხერხითაა დამზადებული, ის ორდოზიანია, ვაქცინა 21 დღიანი შუალედით კეთდება .
მოსახლეობაში იმუნიზაციისათვის მზაობაა, უმეტესობა თვლის, რომ ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია, ნაწილი კი ისევ სკეფტიკურად უყურებ ვაცინაციის პროცეს.
შეგახსენებთ რომ, სინოფარმით იმუნიზაციის დღეები ორშბათი, ოთხშაბათი და პარასკევია, რაც შეეხება სინოვაკს, ამ ვაქცინით აცრა ხუთშაბათს შეგეძლებათ. 14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი. რეგისტრაცია აცრისთვის იმუნიზაციის პორტალზე უნდა გაიაროთ.


Print