საზოგადოება
"თვის ბოლოს ბაკურიანში დანიშნული იქნება ახალი რწმუნებული" - დავით ზაალიშვილი

ბაკურიანში მერის წარმომადგენელის პოზიცია უკვე სამითვეა ვაკანტურია ,თუმცა მერის წარმომადგებელი დაბაში ამ დრომდე დანიშნული არ არის

. კონკურსი აპრილის თვეში გამოცხადდა,ბორჯომის მერიაში კი გვეუბნებიან, რომ ერთხელ გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა და ვერ მოხერხდა შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა. ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი კადრის მოძიებას აგრძელებს. ამჟამად მოვალეუბის შემსრულებელი ტრისტან მეხრიშვილია 
. ადგილობრივები დაბაში, რწმუნებულის დროულად დანიშვნას და უფლებამოსილების შესრულებას ითხოვენ. ერთ-ერთმა მათგანმა ტელეკომპანია "ბორჯომს" წერილობით მიმართა, სადაც საუბრობს, რომ გარკვეულ დოკუმენტაციაზე გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერაა საჭირო.

 


Print