ჭობისხევში მოსახლეობა მდინარისგან დამცავ ჯებირს ითხოვს
16:50 / 07.06.2021
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭობისხევში მცხოვრები მოსახლეობა ხიდის და მდინარის საყრდენი კედლის
რეაბილიოტაციას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე წლის წინ ადიდებულმა
მდინარემ სახლების პირველი სართულები დატბორა.დიდი ზარალის გამო მათ
სახლების კაპიტალურად შეკეთება მოუხდათ.
მოსახლეობა შიშობს მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში
შედეგებთან გამკლავებას ვეღარ შეძლებენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული საკითხის შესახებ
ინფორმირებულია, საკითხის მოგვარება მიმდინარე წელს იგეგმება.