ახალი ამბები
ბორჯომში ახალი სკვერის მოწყობის პროცესს მერიის წარმომადგენლები გაეცნენ
რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროს გამყოლი სკვერის მოწყობის პროცესს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი , მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან და მონიტორინგის განყოფილების უფროსთან გიორგი ტაბატაძესთან ერთად გაეცნო.

ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება დემონტაჟის სამუშაოები, ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება. მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. სკვერი გამწვანდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ქართლი“ შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 1 342 949 ლარს შეადგენს.სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება.


(R)
Print