საზოგადოება
ქორწილის, ქელეხისა და სხვა ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწილის, ქელეხისა და სხვა ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
დღეიდან იხსნება კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ,

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან იხსნება კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ;
აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

Print