საზოგადოება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებში ცვლილებები შევიდა.
დღეს 24 მაისს საკრებულოს სხდომა გაიმართა, სხდომაზე მოისმინეს 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების შესახებ ანგარიში, ასევე ისაუბრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში განსახორციელებლ ინფრასტუქტურულ პროექტებზე.

ცვლილება შევიდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებშიც.
სხდომაზე ასევე ანგარიში წარმოადგინეს ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის დირექტორმა, „ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ ხელძღცვანელმა, და ,,ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის’’ დირექტორმა.

სხდომას საკრებულოს 15 წევრი ესწრებოდა, დეპუტატებმა ყველა საკითხი ერთხმად მოიწონეს.



Print