საზოგადოება
ბორჯომში ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების პროტესტი მესამე დღეა გრძელდება. გაფიცულებმა დღეს პროტესტის განსხვავებულ ფორმას მიმართეს და მსვლელობა მოაწყეს ბორჯომის პირველი -დან მეორე ჩამომსხმელ ქარხანამდე.

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი გაფიცულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა,

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ობოლაშვილმა განაცხადა გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის პოზიციები დაახლოებულია და იმედი აქვს, რომ ისინი შეთანხმებას შეძლებენ.

თუმცა ამ დრომდე მოლაპარაკება არ შემდგარა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებაზე წასვლას, პროფკავშირების გარეშე არ აპირებენ. გაფიცულების  მოთხოვნა უცვლელია. ისინი ისევ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. 

ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერებულია. კომპანია თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ კომპანიამ განცხადება უკვე გაავრცელა.

Print