Error
საზოგადოება
ბენზინის ფასმა კატასტროფულად მოიმატა
საქართველოში საწვავის ფასი ინტენსიურად იზრდება. ბოლო დღებიის განმავსლობში დიზელი და ბენზინი კიდევ 3-5 თეთრით გაძვირდა. ბორჯომში ბენზინგასამართ სადგურებზე პრემიუმ ხარისხის საწვავის ფასი 2.ლარი და 94 თეთრიდან , 3.ლარი და 05 თეთრამდე მერყეობს.

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს რომ საწვავზე ფასის მატება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ლარის კურსი დიდ გავლენას ახდენს ფასის ზრდაზე. სამომავლო პროგნოზი კი დამაიმედებელი არ არის.

მდგომარეობა არასტაბილურია, პროგნოზი არასახარბიელო. საწვავზე ფასის მატება კი ყველაზე მეტად მოქალაქეებს აზარალებს, რომლებსაც პარალელურად პროდუქტის ფასიც უძვირდება.


Print