საზოგადოება
მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრა. მან ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

მეუფე დიმიტრი პირველი მიტროპოლიტი და სინოდის პირველი წევრია, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა.

"როგორც მოგეხსენებათ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით ნებაყოფლობითია ვაქცინაცია, თავისთავად ეს სხვადასხვა ქვეყნებშიც ასეც არის, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად გათენებისთანავე როცა განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების, როდესაც შენ ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას სიკვდილისგან უცნაური სიკვდილისგან, ზედმეტი ფიქრის დრო თავისთავად აღარ არის, ეს ამითაც იყო გამოწვეული", - თქვა მეუფე დიმიტრიმ.
Print