საზოგადოება
ბორჯომსა და ბაკურიანში ცენტრალური ლოკაციების სრული რეაბილიტაცია მოხდება
ურბანული განახლების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბორჯომსა და ბაკურიანში ცენტრალური ლოკაციების სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ცენტრალური ბიუჯეტიდან, პროგრამისთვის გამოყოფილი 500 მილიონი ლარიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 16 მილიონი დაიხარჯება. პარალელურად ბორჯომში დაიწყება კოსტავას სახელობის მოედნის სრული რეაბილიტაცია, შეიცვლება შენობების ფასადები და ასფალტის საფარი. ამავე პროექტის ფარგლებში დაბა ბაკურიანში ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის სრული განახლება იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტები ბორჯომსა და ბაკურიანში სრულად 2022 წელს დასრულდება. სამუშაოების ნაწილის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ პროექტების განხორციელება ზაფხულის საკურორტო სეზონზე ვიზიტორებს დისკომფორტს არ შეუქმნის.
Print