საზოგადოება
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 5 მაისიდან ვაქცინაცია განახლდება
5 მაისიდან ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ,, სინოფარმით’’ იმუნიზაცია დაიწყება. ამ პროცესში ჩაერთვება ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრიც. ცენტრის ამბულატორიული ხელმძღვანელი თეა გოგალაძე ამბობს, რომ აცრის გაკეთება მსურველებს ადგილზე შეეძლებათ. ვაქცინაციიდან 45 წუთის განმავლობაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ იქნება. გართულების შემთხვევაში კი საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

ვაქცინა 2 ეტაპიანია. მსურველებს აცრა 21-28 დღიანი შუალედით შეუძლიათ გაიკეთონ. რეგისტრაციის გავლა, შესაძლებელია. იმუნიზაციის პორტალზე booking.moh.gov.ge.

Print