საზოგადოება
4-დან 12 მაისამდე ბორჯომიდან სოფლების მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს
4-დან 12 მაისამდე გამოცხადებული უქმე დღეები ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკზეც აისახება. ბორჯომში შიდა მუნიციპალური ტრანპოტი აღარ იმოძრავებს. მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული შეზღუდვა, მხოლოდ ქალაქის მასშტაბით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება. სოფლების მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები ჩვეულებრივი გრაფიკით ივლიან. შიდა მუნუციპალური ტრანსპორტის გაჩერებით ეპიდსიტუაცია არ შეიცვლება, ამბობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ბორჯომელები. ჩვენს მიერ გამოკითხული ადგილობრივები თვლიან, რომ ეს რეგულაცია დამატებით პრობლემებს შექმნის. შეზღუდვა ვრცელდება სასაფლაოებზე შესვლაზე. კონტროლს აქ შინაგან სამეთა სამინისტროს წარმომადგენლები განახორციელებენ.
Print