საზოგადოება
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურღია ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურღია ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება, წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად ეკლესიებში მრევლთა რაოდენობა არ შემცირებულა. მისი განმარტებით, სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს იცავენ მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას.

ამავე ეკლესიის მრევლის ნაწილი ამბობს , რომ სააღდგომო ლიტურგიას დაესწრება. ეკლესიაში კომენდანტის დაწყებამდე წავლენ და არ დაარღვევენ ღამით გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.


შეგახსენებთ, 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. აღდგომის ღამეს "კომენდანტის საათის" მოქმედების დრო, გამონაკლისის სახით იცვლება. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.


Print