საზოგადოება
გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა
"მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა,2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

Print