საზოგადოება
საქართველოს სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა
85 წლის ასაკში მსახიობი საქართველოს სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა.
კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს ჩOVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( "ღვთაებრივი კომედია" ), თავადი კოწია ( "გუშინდელნი" ), დევდარიანი ( "საბრალდებო დასკვნა" ), ილიკო ( "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ), სიმონ ჩაჩავა ( "კავკასიური ცარცის წრე" ), ლორდ ჰასტინგსი ( "რიჩარდ III" ), კენტი ( "მეფე ლირი" ), რასპუტინი ( "კვაჭი კვაჭანტირაძე" ), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი").

Print