საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა (სანატორიუმ ლიკანის) ტერიტორია დაასუფთავეს
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სანატორიუმ ლიკანის (ყოფილი ვეცესპეს) ტერიტორია დაასუფთავეს. საყოფაცხოვრებო და საამშენებლო ნარჩენებისგან დაბინძურებული ადგილის გაწმენდას მოსახლეობა დიდი ხანი ითხოვდა, ტელეკომპანია ბორჯომმა ამ თემაზე სიუჟეტი 14 აპრილს მოამზადა, რასაც ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან გამოხმაურება მოყვა. დასუფთავების აქციაში დღეს მუნიციპალიტეტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლები ჩაერთვნენ. სამომავლოთ მსგავსი აქციების მოწყობას სხვა ტერიტორიებზეც აპირებენ.
Print