საზოგადოება
„კომენდანტის საათის“ მოხსნა და სახმელეთო საზღვრის გახსნა - ბიზნეს ასოციაციციები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
14-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ. "სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მთავარია „კომენდანტის საათის“ მოხსნა და სახმელეთო საზღვრის გახსნა .
„მთავრია რეგულაციები შევიმუშაოთ, ვიცოდეთ როგორ ვმუშაობთ შემდეგი სეზონის განმავლობაში. მზად ვიყოთ ტურისტებისთვის ტურისტური პაკეტების შემუშავებისთვის. კითხვებს გვისვამენ და პასუხებს ვერ ვცემთ. ეს ძალიან ბევრ პოტენციურ ტურისტს გვაკარგინებს. კარგია, რომ ქვეყანაში ტურისტების თანდათანობით შემოსვლა დაიწყო, თუმცა ტურისტებს ჩვენ ვერ ვთავაზობთ ბევრ რამეს, რადგან საღამოს 9 საათზე იწყება "კომენდანტის საათი". ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებში ერთად არიან, საღამოს 9 საათზე, როდესაც მოდიან სასტუმროში და უნდათ დაისვენონ, ვეუბნებით შედით ოთახში. „კომენდანტის საათის“ გამო, ძალიან ბევრი სტუმარი ჩვენთან ჩამოსვლაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს ვერ წარმოუდეგნიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და საღამოს 9 საათზე რესტორანში არ წავიდნენ. როდესაც ადამიანი ქვეყანაში შემოვიდა და გავატარეთ რეგულაცია საზღვარზე, მერე ამ ადამიანის შეზღუდვა მიგვაჩნია, რომ არასწორია. გვინდა რომ ერთად დავსხდეთ და ჩამოვაყალიბოთ, თუ რას ვაკეთებთ ტურიზმის სექტორისთვის",- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

Print