საზოგადოება
საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგავი - ანტისანიტარია ლიკანში
სანატორიუმ ლიკანის (ყოფილი ვეცესპეს) ტერიტორია დაბინძურებულია. საყოფაცხოვრებო და საამშენებლო ნარჩენები მთელ ტერიტორიაზეა მოფენილი. მოსახლეობა ანტისანიტარიას უჩივის. ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მათ არ აქვთ უფლება მეპატრონის თანხმობის გარეშე დადგან სანაგვე ურნები.

მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი განმარტავს, რომ მონიტორინგი და დაჯარიმება გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში იმავეს გვპასუხობენ რასაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ტერიტორიას ყავს კერძო მესაკუთრე და სისუფთავის დაცვა მისი მოვალეობაა.

ბიზნესმენი თამაზ გელაშვილი ამბობს, რომ ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. ამჟამად კოდუობის ოჯახს ეკუთვნის.
მერიაში ამბობენ რომ სცადეს მეპატრონესთან დაკავშრება. თუმცა უშედეგოდ და
როდის მიაღწევს წერილი ადრესატამდე მათთვის უცნობია. მანამდე კი ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ამბობს, რომ დაბინძურებულ ტერიტორიას ერთჯერადად დაასუფთავებენ.


Print