საზოგადოება
ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მთავრობის ადმინისტრაციასთან კარავის გაშალის უფლება არ მისცეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაური იყო. ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მთავრობის ადმინისტრაციასთან "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით კარავის გაშალის უფლება არ მისცეს.
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მათ უფლება არ აქვთ მთავრობის ადმინისტრაციასთან კარავი გაშალონ და მოუწოდებენ ბიზნესსუბიექტებს, შეწყვიტონ ადგილზე კარვების მიტანა და გაშლა.
როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, პოლიციამ მათ ორი კარავი ჩამოართვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი. როგორც სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესუბიექტები განმარტავენ, სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვებს მაინც განათავსებენ.

Print