საზოგადოება
აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება - ასე მიმართა გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე შეკრებილებს
აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, - ასე მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.
"აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება. აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, აი, საქართველო ილია ჭავჭავაძის, აი, საქართველო იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო - "სტუმარ-მასპინძლის", "აი-იასი", "ვეფხისტყაოსნის", აი, ეს არის საქართველო დიმიტრი უზნაძის, ნიკა მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების. აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი, ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. აი, დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა! ეს საქართველოა "მრავალჟამიერის", "ჩაკრულოსი", "შენ ხარ ვენახის" და ზუსტად, აი, ეს საქართველოა მარადიული", - განაცხადა გაჩეჩილაძე

Print