Error
საზოგადოება
გარდაცვლილი ექთნის ქმარი კლინიკა "იმედის" ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარი კლინიკა "იმედის" ხელმძღვანელების დაკავებას მოითხოვს, როგორც ის ამბობს გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის. მისივე თქმით, ბაქრაძის აცრის გართულებების შემდეგ ექიმებმა რეაგირება დააგვიანეს.

"ექიმი კი არა, პირველ რიგში უფროსი უნდა დაიჭირონ, ბარძიმაძე და მაისურაძე. დღეს რომ არაფერი იციან, როგორ არ იციან ამხელა კლინიკა აქვთ, არაფერი იციან?! ადამიანი მოუკვდათ შიგნით, არ იციან?! იტყუება დღეს ქალბატონი ვიოლეტა და იქ არ ყოფილა, აბა სად იყო?! გამოძიება არასწორად მიდის და რა უნდა მოითხოვო.
რატომ შეცვალა ქალბატონმა ვიოლეტამ, რომ აქ ვიყავი, ბატონი გიორგი ორ წუთში გადმოსულა და მობრძანდა. დღეს გამოვიდეს და გამცეს პასუხი, იმ დღეს სახლში რომ იყო მობრძანებული.
დაგვიანებას ჰქონდა ბატონი გიორგისგან, რომელიც დღეს ჩვულებრივ რეჟიმში მუშაობს და აცრებს აკეთებს კიდე და უნდა რომ დაიწყოს აცრების გაკეთება",- თქვა მანუჩარ კობახიძემ.


Print