Error
საზოგადოება
საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავარები შეიკრიბებიან
დღეს, 8 აპრილს საპატრიარქოში მღვდელმთავართა კრება გაიმართება. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებია.
ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში  სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება ეპარქიაში ახლადგანმწებეული, მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელმაც 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენს კი არქიმანდრიტის ხარისხი. მისივე ბრძანებით, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს მოინაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე.

Print