საზოგადოება
აღდგომამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა შეზღუდვა - ეკატერინე ტიკარაძე
აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვები. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპისთვის მათ აქვთ რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე ჩაკეტვებზე არ ისაუბრონ.

„ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა. ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

Print