Error
საზოგადოება
მეუფე სტეფანემ დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
როგორც დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა.
"წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები იმაზე, რა ბრალდებაც მეუფე პეტრემ წაუყენა პატრიარქს - მაინტერესებდა, როდის ჩაინიშნება გაფართოებული კრება. მეორე კითხვა, რაც მქონდა, იყო ის, შეუძლია თუ არა მეუფე სტეფანეს იმ ბრალდებების დამტკიცება, რაც მეუფე პეტრეს ", - განაცხადა დედა სოსანამ.
თათბირზე მეუფე სტეფანემ დედა სოსანას წინამძღვრობიდან გათავისუფლების გარდა, ზიარების უფლება აუკრძალა და ასევე, ავტომობილის დატოვება მოსთხოვა.
"შენ რას მელაპარაკები, არ გრცხვენია?! შენ ვინ ხარ?! შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ. შენ ვინ ხარ?! მეუფე პეტრეს დაანებე თავი, შენ დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე დედაო. შენ ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც დატოვე, მანქანა იქ დატოვე - ეგ შენი არაა", ", - მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას ეპარქიაში გამართულ თათბირზე.


Print