საზოგადოება
ძველი გზა ჯობდა - ბორჯომში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მძღოლებს გადაადგილება უჭირთ
ბორჯომში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მძღოლებს გადაადგილება უჭირთ, მიზეზი დაზიანებული გზის საფარია, გზის ამ მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები გასული წლის ნოემბრის თვეში კომპანია "არალმა" შეასრულა, რომელსაც ზედამხედველობას კომპანია "ეგისი" უწევდა თუმცა გზის მოასფალტებული საფარი დეკემბერში უკვე დაზიანდა, გზაზე ორმოები გაჩნდა.

აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არიან საგზაო დეარტამენტში, ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ  სწორედ ამიტომ არ იქნა ეს გზა დახაზული, რადგან უნდა გაკეთებულიყო ხელახლა,
როგორც ისინი ამბობენ სამუშაოები ,,არალმა" მოვლა შენახვის ფარგლებში შეასრულა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე გზის ეს მონაკვეთი ხელახლა გაკეთება.



Print