საზოგადოება
უპატრონო ძაღლები ბორჯომში - ადგილობრივების პრობლემა
ბორჯომში უპატრონო ძაღლები. ადგილობრივებისათვის გაუსაძლის პრობლემად იქცა. მოსახლეობა ამბობს, რომ ცხოველები აგრესიულები და დაავადებულები არიან, რის გამოც მათ ქუჩაში უსაფრთხოთ გადაადგილება უჭირთ. საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლი თქმით, ეს კომპლექსური პრობლემაა. და ამ ეტაპისთვის ერთადერთი გამოსავალი ცხოველების სტერილიზაცია კასტრაციაა. ბორჯომის მერიაში ამბობენ რომ ისინი დროულად რეაგირებენ მოქალაქეების მიმართვაზე,
თუმცა პრობლემა ამითაც არ გვარდება, რადგან ცხოველების ქუჩაში დატოვება ადამიანებისთვის მავნე ჩვევად იქცა .

ამ ყველაფრის ფონზე რეალობა ჯერ-ჯერობით განსხვავებულია ყოველდღიურად დაუცველ მდგომარეობაში არიან როგორც მოქალაქეები, ასევე უპატრონო ცხოველები, გამოსწორდება თუ არა ვითარება საკურორტო სეზონის დაწყებამდე, ამას დრო გვიჩვენებს


Print