საზოგადოება
ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს- ანდრია ჯაღმაიძე
ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან, როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ჯაღმაიძე აცხადებს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა.

"ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ.
სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.
ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ იყო პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელებული - აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა მას შეუზღუდონ თავისუფლება. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. არ ვიცი, პატრიარქს არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს. ერთი და იმავე ხალხია სულ ყველაფრით უკმაყოფილო, მარჯვნივ წავალთ უკმაყოფილო არიან, მარცხნივ წავალთ მაინც უკმაყოფილოები არიან. ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.


Print