საზოგადოება
ენდობიან თუ არა პოლიტიკურ პარტიებს - გამოკითხვა ბორჯომში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა და დამოკიდებულება შეცვლილია. გამოკითხული მოსახლეობის 40 პროცენტი ამბობს რომ არსებული პოლიტიკური ძალებიდან არცერთი მათ შეხედულებებთან ახლოს არ დგას.
მმართველი პარტიის , ქართული ოცნების რეიტინგი 23 %-მდე შემცირდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხედულებებთან კი გამოკითხულთა მხოლოდ 7 %-ია ახლოს.
კვლევის შედეგები ბორჯომში მოსახლეობას შევაფასებინეთ, ჩვენს მიერ გამოკითხული ადგილობრივების უმრავლესობისთის მისაღები არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის.
კვლევა 2021 წლის თებერვალში, საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.4 პროცენტია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.



Print