საზოგადოება
უნდა გაუქმდეს თუ არა ,,კომენდანტის საათი“ - რას ფიქრობენ ბორჯომში
ბორჯომში გამოკითხული ადამიანების აზრი ,,კომენდანტის საათის" გაუქმებასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ 21 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ არა ეფექტურია და პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს . ხოლო კი ზოგი ფიქრობს, რომ აღნიშნული შეზღუდვა აუცილებელია და უნდა გაგრძელდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საღამოს 21:00-დან, დილის 05:00 საათამდე, დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა და დღემდე ძალაშია.



Print