საზოგადოება
სეს-მა სამცხე-ჯავახეთში 17 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
სეს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აჭარის, შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა.
სამცხე-ჯავახეთში 17 ვეტერინარული ობიექტი დაჯარიმდა, 6 ახალციხეში, 4 ნინოწმინდაში, 3 ახალქალაქში, 2 ასპინძაში და 1 ბორჯომში და 1 ადიგენში.

გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა.
დარღვევების გამო ქვეყნის მასშტაბით  დაჯარიმდა 52 ობიექტი. (შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.





Print