საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უვარგისი ხორცი აჭარის რეგიონულმა სამმართველომ გამოავლინა, საკვებად უვარგისი ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.

მათივე ცნობით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.


Print