საზოგადოება
პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა  პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 79-ხმით, ერთხმად მიიღეს.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

გარდა ამისა, დღევანდელ პლანარულ სხდომაზე ასევე მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფერო ცალკე გამოიყოფა და ახალი საპარლამენტო კომიტეტი - კულტურის კომიტეტი იქმნება.

Print