საზოგადოება
კრისტიან დანიელსონი ხვალ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლობის ოფისი დატოვეს.
მათი მედიატორობით პოლიტიკურ მხარეებთან დღეს დაგეგმილი ყველა შეხვედრა უკვე დასრულდა.
შეხვედრები ხვალ დილის 9 საათიდან უნდა განახლდეს.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი ცალ-ცალკე უკვე შეხვდა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

Print