საზოგადოება
გაზსადენის მილების გაყვანისას 3 ათასი წლის მახვილი იპოვნეს
დანიის კუნძულ ფუნენზე გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საოცრად კარგად შემონახული ბრინჯაოს ხმალი, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლისაა.
კუნძულზე გაზსადენის "ბალტიის მილის" გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდნენ, რომელმაც პოლონეთი და დანია უნდა დააკავშიროს. დაახლოებით ერთი წელია რაც არქეოლოგები იკვლევდნენ იმ ადგილებს, სადაც მომავალში გაზსადენის მილებმა უნდა გაიაროს.

კუნძულზე აღმოჩენილი ხმალი 1,3 კგ-ს იწონის. მასზე იდეალურად იყო შემონახული ხის და რქისგან დამზადებული სახელურის ელემენტები, აცხადებენ ოდენზის ქალაქის მუზეუმის თანამშრომლები. სავარაუდოდ, მახვილი შესაწირავი რიტუალის დროს დამალეს მიწაში. დაკრძალვამდე იარაღი ბასტში იყო გახვეული.
ხმალი მუზეუმში გადაიტანეს შესასწავლად და მიმდინარეობს მისი კონსერვაცია. მეცნიერები შეეცდებიან გაარკვიონ რა მასალები იქნა გამოყენებული, ხმლის დასამზადებლად. ამის შემდეგ, იგი გამოიფინება მენტერგარდენის კულტურის ისტორიის მუზეუმში.

წყარო Odense Bys Museer


Print