საზოგადოება
ბორჯომის ისტორიული ჰესის რეაბილიტცია დაიწყო

ბორჯომის ცენტრალურ პარკში არსებული ისტორიული ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტცია დაიწყო.

ჰესი ნიკოლოზ რომანოვი დაკვეთით გერმანელმა არქიტექტორმა ფრიდრიჰ მონდელ ჰაურმა 1899 წელს ააგო. 1950 წელს ელექტროსადგურმა შეწყვიტა მუშაობა, ხოლო 1990 იან წლებში გაიძრცვა. ამ პერიოდში დაიკარგა და განადგურდა უნიკალური დანადგარები. რეაბილიტციას კომპანია ,,ივეთმშენი" ატარებს.  სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება . ჰიდროელექტროსადგურს ინდრუსტრიული მუზეუმის სტატუსი ექნება.

 


Print