საზოგადოება
სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - ჟოზეფ ბორელი
სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე, ეს ვითარება საქართველოს დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გააქტიუროს ძალისხმევა, რათა მოხდეს ვითარებას დეესკალაცია.
ბორელის განცხადებით, პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გამოავლინონ და შეთანხმდნენ გადაკვეთის წერტილებზე.

"საქართველო რჩება ევროკავშირის საკვანძო ასოცირებულ პარტნიორად. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ამბიციური ასოცირების შეთანხმება, რომელიც მას სთავაზობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე. ეს ვითარება საქართველოს დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გააქტიუროს ძალისხმევა, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ამ ვიზიტის განმავლობაში ის ჩართული იყო დისკუსიაში პოლიტიკურ პარტიებს შორის და საქართველოდან უკან დაბრუნების შემდეგ. უმაღლეს წარმომადგენელთან თანამშრომლობით. მან გასულ საღამოს მანდატი მიანიჭა კრისტიან დენიელსონს, რომ ჩაერთოს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მედიაციის პროცესში. ჩვენ ველით, რომ საქართველოს პარტიები პროგრესს მიაღწევენ დიალოგის შედეგად, ჩვენ ამ პროცესს აქტიურად მივადევნებთ თვალს. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მედიაციის პროცეში,"- განაცხადა ბორელმა.

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მიღწეული პროცესი შევაფსოთ უახლოეს პერიოდში, როდესაც შევხვდებით ასოცირების საბჭოს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, 16 მარტს. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვეძლება პროგრესზე საუბარი. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია განვითარდეს პოლიტიკური კრიზისის პირობებში და ქართველ პოლიტიკური აქტორები ვალდებულები არიან ქართველი ხალხის წინაშე, რომ უზრუნველყონ და შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური ვითარება და წაიყვანონ ქვეყანა კოვიდპანდემიის შემდგომი გაჯანსაღებისკენ. პრეზიდენტ მიშელის მსგავსად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, რათა დარჩნენ დიალოგის კონსტრუქციულ სულისკვეთების ერთგულები,"- განაცხადა ბორელმა.

Print