საზოგადოება
მთავრობის კანცელარიასთან “1000 მშობლის მარში“ დასრულდა
"1000 მშობლის მარში" მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა. ქართველმა მსახიობებმა აქცია-პერფომანსი მოაწყვეს, სადაც სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ისტორიები, ნამდვილი ამბები გაიხსენეს.
კამპანია #მომისმინე #პროტესტის100დღე ქალთა მოძრაობის ინიციატივა იყო, სადაც მშობლები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და
სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს. ამასთან ითხოვენ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდას, სქესობრივი განათლების ფორმალური განათლების ნაწილად შეტანას.
#მომისმინე #პროტესტის100დღე კამპანიაა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.
აქცია "1000 მშობლის მარში" თბილისისა და რეგიონებში იმართება.

Print