Error
საზოგადოება
აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ
„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები წარწერით: "კომენდანტი=ავტორიტარიზმს", "გაუქმდეს კომენდანტის საათი", 
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გამჭვირვალე უნდა იყოს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „კომენდანტის საათი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ - თავისუფალი მიმოსვლის უფლებას.

„კომენდანტის საათის“ პირობებში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა". ამბობენ აქციის მონაწილეები.
Print